ნატა ფერაძემ გიორგი ალიბეგაშვილს შუა თითი აჩვენა – ”არ გრცხვენიათ, ხომ, გაყიდეთ ხომ ქალაქი?”

ნატა ფერაძემ გიორგი ალიბეგაშვილს შუა თითი აჩვენა - ”არ გრცხვენიათ, ხომ, გაყიდეთ ხომ ქალაქი?”საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ აქტივისტმა ნატა ფერაძემ სხდომიდან გამოსულ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილს შუა თითი აჩვენა.

– არ გრცხვენიათ, ხომ, გაყიდეთ ხომ ქალაქი? – დაუძახა ნატა ფერაძემ.

გიორგი ალიბეგაშვილმა ხმა არ გასცა და ისე ჩაუარა აქტივისტს. ნატა ფერაძემ კი ალიბეგაშვილი ღმუილით გააცილა და რამდენჯერმე მშიშარაც უწოდა.