ნათელაშვილი – ”გადაბერებული ფეხბურთელები ბორჯომს ვერ აღადგენენ… ეს არის სავირეშმაკო მატჩი”

ნათელაშვილი - ”გადაბერებული ფეხბურთელები ბორჯომს ვერ აღადგენენ... ეს არის სავირეშმაკო მატჩი”ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, უცხოელი ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოში ბორჯომის ხეობის აღდგენისთვის გამართულ საქველმოქმედო მატჩში მიიღებენ მონაწილეობას, ბიუჯეტის ფულით ჩამოჰყავთ.

შალვა ნათელაშვილს მიაჩნია, რომ ფეხბურთელების ჩამოყვანა “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის კახა კალაძის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.

– ეს არ არის საქველმოქმედო მატჩი, ესაა სავირეშმაკო მატჩი კალაძეების მიერ დაგეგმილი საარჩევნო მიზნებისთვის. ჩამოეყვანათ, ვიდრე საარჩევნო კამპანია დაიწყებოდა, ან არჩევნების შემდეგ ჩამოიყვანოს თავისი ფულით. უნდათ რომ თბილისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალაქად გადააქციონ და საკუთარ კომპანიად გაიფორმონ. მათ უნდა აქ ჰყადეღ მონები და თვითონ იყვნენ მბრძანებლები.

არავითარი ბორჯომის აღდგენაზე ეს მატჩი არ ტარდება. ის ტარდება კალაძე-ივანიშვილის კონსულტაციით საარჩევნო პროცესებზე ქულის მისამატებლად. გადაბერებული ფეხბურთელებით, რომლებიც რა თქმა უნდა, სახელოვნები არიან და დიდ პატივს ვცემთ, ბორჯომის ხეობა არ აღდება, ამით მიეცემათ ტრიბუნა კალაძე-ივანიშვილს. თან ჩამოჰყავთ ბიუჯეტის ფულით. ეს ფული კეთილი ინებონ და პენსიონერებს დაუბრუნონ, – განაცხადა ნათელაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

საქველმოქმედო მატჩთან დაკავშირებით, თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან. ერთმანეთს მასპინძელი – GFF-11 და „მსოფლიოს 11“ დაუპირისპირდებიან. საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება.

ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად თბილისში კახა კალაძეც ითამაშებს.

აიპრესი