ნათია ფანჯიკიძე – ”მარტო რაჭველმა ქალებმა ვიცით კაცის მოფერება… შენი ლამაზი ფეხუკები, შენი თვალუკები… ჩემო მთვარუკა, ჩემო კაცუნა, ჩემო ლავაშუკა…”

მომღერალი და შოუმენი აჩი ფურცელაძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ქართველ და რუს ქალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქათველი გალებისგან განსხვავებით რუსი ქალებმა იციან, როგორ უნდა მოუარონ კაცს.

ნათია ფანჯიკიძე აჩი ფურცელაძის ამ მოსაზრებას ფეისბუქზე ასე გამოეხმაურა:

”მართალია ეს კაცი. რაჭველი ქალის გარდა ქალი არ ვარგა საქართველოში, უხეშები და მხეცები არიან. მარტო ჩვენ ვიცით მოფერება, ლოყუკა, ცხვირუკა, შენი ლამაზი ფეხუკები, შენი თვალუკები… ჩემო მთვარუკა, ჩემო კაცუნა, ჩემო ლავაშუკა…
შეადარეთ ახლა რუსი ქალების პუპსიკ-მუპსიკს ხარისხობრივად რამდენად მაღლა დგას რაჭული ფლირტი.
ვინ მისმენს, თორემ ამბროლაურის ქალის ინსტიტუტის ფილიალების გახსნაა საჭირო, როცა დემოგრაფია ასეთ საფრთხეშია”