ერთი საათის წინ ნათია ფანჯიკიძემ ფეისბუქზე სოლოლაკისადმი მიძღვნილი პოსტი გამოაქვეყნა:
“მოქმედი მერი და მერობის ამდენი კანდიდატი ერთბაშად რომ გვყავხართ, ღმერთმა გამრავლოთ, გამოიხედეთ, თქვენგენაცვალეთ. განა მჯერა, რომც დაგვპირდეთ, რამეს იღონებთ, უბრალოდ, რომ ჩამოინგრევა, იმას ვეღარ იტყვით, არავის გავუფრთხილებივართო. ეს სოლოლაკია, ოქროყანის ქუჩა. სოლოლაკში ყოველი მეორე შენობა ამ მდგომარეობაშია. ერთი პატარა ბიძგი ან ძლიერი წვიმა ნებისმიერ დროს შესაძლოა უკანასკნელი წამი აღმოჩნდეს უამრავი ადამიანისთვის. სოლოლაკს, მოგეხსენებათ, (რაც ბიძინა დასახლდა, მას მერე მაინც დაათვალიერებდით, ვიმედოვნებ) ერთობ პოეტური ლანდშაფტი აქვს, აღმართ-დაღმართზე თითო შენობის ჩამონგრევა მის ქვეშ შენობაში ადამიანებსაც ჩატკეპნის. ლამაზი კი იქნება, ზვავივით დაგორებული სახლები, აგურები, ადამიანები… შემდეგ მოვლენ მინდია ჯანელიძე და სხვა მესაფლავეები, სიკვდილის მშვენიერებისგან აჟიტირებული მოხალისეებიც გამოცვივდებიან ყველა უბნიდან ნიჩბებით, ხელეჩოებით და წალდუნებით: “თავი ვიპოვე, თავი.. ჟღალთმიანი…”
პატივისცემით,
მარად თქვენი იმედიანი ამომრჩეველი
ნ.ფ.”

