ნათია ფანჯიკიძე – “ცოცხალმა ფარაჯანოვმა საკუთარ თავს გასვენება და დასაკრძალი პროცესია “გადაუხადა”

ნათია ფანჯიკიძემ ფეისბუქში ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

“რა საინტერესოა, ჩემს ერთ საყვარელ ფრენდს ველაპარაკებოდი ახლა, ავსტრალიაში ვიმშობიარე და პლაცენტა მომიტანეს, თუ გინდა წაიღეო. ასევე ყველა ოპერაციის შემდეგ ეკითხებიან ადამიანს, შენი ორგანოს წაღება ხომ არ გინდაო. მერე ჩავყევი კიდევ კედელს და მეორე ჩემი ოქროს ფრენდი წერდა, ცოცხალმა ფარაჯანოვმა რომ საკუთარ თავს გასვენება და დასაკრძალი პროცესია “გადაუხადა”. ხოდა სასტიკად მომეწონა, რომ დავუფიქრდი, შენს დამპალ ხორცზე აუცილებლად პირველ რიგში თავადვე გაქვს ადამიანს უპირველესი და ლეგიტიმური უფლება ალბათ, ისევე, როგორც შენი ელექტროხელსაწყოს გამოცვლილი დეტალის სახელოსნოდან წამოღებაზე,  თუნდაც დასამარხად. საკუთარი თავის ნაწილს რომ მარხავ, ფანტასტიურად საინტერესო სიმბოლური აქტია.”