ნეიმარმა ფილიპე კოუტინიოზე ისაუბრა

ნეიმარმა ფილიპე კოუტინიოზე ისაუბრაბრაზილიის ნაკრების ლიდერმა ნეიმარმა ფილიპე კოუტინიოზე ისაუბრა და თქვა, რომ მის მეგობარს ამჟამად რთული პერიოდი აქვს. ნეიმარის აზრით, კოუტინიომ სიმტკიცე უნდა გამოიჩინოს და პრობლემებს მოერიოს.

” ფილიპე ჩემი მეგობარია და მინდა მას ბედნიერს ვხედავდე, მაგრამ ამჟამად მას მძიმე ზაფხული ჰქონდა და მისი მომავალი ისევ გაურკვეველია. კოუტინიო ამჟამად სევდიანია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალში ის უფრო ძლიერი იქნება და წარმატებებს მიაღწევს”– განაცხადა ნეიმარმა.

ფილიპე კოუტინიომ ეკვადორის ნაკრების კარში გატანილი გოლის შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა.