საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილ პოლიტიკურ პროცესს ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია:
,,როგორი ლოკალური და მიკროა მთელი ქართული პოლიტიკა სააკაშვილთან შედარებით. ვინმე, რომელიმე ქართველი პოლიტიკოსი თუ მოღვაწე, თეორიულად მაინც, წარმოდგენილი გყავთ მის ადგილზე? გინდა ავანტიურისტად მიგაჩნდეთ, გინდა გმირად – მასშტაბი ხომ უცვლელია.
გულივერი და ლილიპუტები”.

