ნიკა გვარამიამ სააკაშვილი გაკენწლა – “იმედის და საზმაუს კითხვებს მე ვუპასუხებდი”

პოლონეთიდან უკრაინაში მიმავალმა მიხეილ სააკაშვილმა იმედისა და საზმაუს ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა და ისინი საკმაოდ მკვახედ მოიხსენია.

ამასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიამ ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც სააკაშვილი მსუბუქად გაკენწლა:

“პირველი: მეც დაახლოვებით იგივეს ვფიქრობ იმედზე და საზმაუზე, მაგრამ ვპასუხობ ყველა მათ შეკითხვას. სხვასაც იგივეს ვურჩევ, განსაკუთრებით, მეგობრებს.

მეორე: ვისაც პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მიმდინარე მოვლენებში უმთავრესი სააკაშვილ-კვატაშიძის გაბაასება გონია და მარტო ამაზე აკომენტარებს, ან ლოგიკა-აზროვნების და ადეკვატურობის პრობლემა აქვს, ან იგივე ამოცანა აქვს, რაც ტვ იმედს და მის პატრონს.”