თბილისში ყოფილი დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე საკანალიზაციო მილი გასკდა. ფეისბუქის მომხმარებლის ნიკა მემანიშვილის ინფორმაციით, საკანალიზაციო ჭაში მეხორცე ჩავარდა. ადგილობრივი მოვაჭრეები მერიისგან რეაგირებას ითხოვენ.
,,ამ წუთებში ვიმყოფები ყოფილი დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც ადგილობრივმა მოვაჭრებმა მითხრეს გუშინ გასკდა კანალიზაციის მილი, ორი დღეა ურეკავენ მერიის შესაბამის სამსახურებს და არავინ ინტერესტება.
დღეს დილით ამ ჭაში ჩავარდნილა მეხორცე რომელსაც ხბო ეჭირა ხელში. ამან გადამარჩინაო სიმწრის სიცილით მეუბნება ეს პიროვნება.
სწორედ ამ წუთში ქალბატონიც ჩავარდა გაჩვენებთ ფოტოს.
ნარმანიას სძინავს? სანამ ვინმე არ შეეწირება არავინ მიაქცევს ყურადღებას???“ – წერს ნიკა მემანიშვილი და ფაქტის ამსახველ ფოტოსაც ავრცელებს.
ნიუპოსტი

