ნიკოლას მადურო – “მე კარიბის რეგიონის სტალინი ვარ”

ნიკოლას მადურო - "მე კარიბის რეგიონის სტალინი ვარ"ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ თავისი თავი გარეგნობით სტალინს შეადარა. ამის თაობაზე მან ადგილობრივი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს განაცხადა.

„მსოფლიოში არიან ადამიანები, რომლებიც მე კარიბის რეგიონის სტალინად მთვლიან. შეხედეთ ჩემს პროფილს, როცა სარკეში ვიხედები, მე მგონია, რომ მართლა სტალინს ვგავარ“, – თქვა ვენესუელის ლიდერმა.

ვენესუელაში აღმასრულებელი ხელისუფლება ეროვნულ დამფუძნებელ საბჭოს დაექვემდებარება. ინიციატივა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ეკუთვნის, რომელსაც სახელმწიფო წყობის შეცვლა, ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი პარლამენტის დაშლა და საკონსტიტუციო ასამბლეის შექმნა სურდა. ოპოზიცია ეროვნული დამფუძნებელი საბჭოს ჩამოყალიბებისთვის არჩევნებს არ ცნობს და არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.

ვენესუელაში ანტისამთავრობო დემონსტრაციები 2017 წლის აპრილში დაიწყო. არეულობებს 120-ზე მეტი ადამიანი უკვე ემსხვერპლა. ვაშინგტონმა კარაკასს სანქციები დაუწესა, ნიკოლას მადუროს აშშ-ში ყველა საბანკო ანგარიში გაუყინა და აშშ-ს მოქალაქეებს მასთან საქმიანი ურთიერთობა აუკრძალა.

იმედინიუსი