ნინო ჩხეიძემ ქმარი, გიორგი კორახაშვილი, მოარჯულა – “წელს პირველი ზაფხული იყო, როცა გიორგი უნაკლოდ მოიქცა”

ნინო ჩხეიძემ ქმარი, გიორგი კორახაშვილი, მოარჯულა - "წელს პირველი ზაფხული იყო, როცა გიორგი უნაკლოდ მოიქცა"მომღერალმა ნინო ჩხეიძემ ამ ზაფხულს განსაკუთრებულად დაისვენა. ქმართან, გიორგი კორახაშვილთან, ერთად ჯერ მონაკოში იყო, შემდეგ – პარიზში.ბოლო დროს მეუღლეებს ხშირად უწევთ განშორება, რადგან გიორგი ძირითადად უკრაინაში ცხოვრობს, ბიზნესით იქ არის დაკავებული, ნინო კი თბილისშია. საზაფხულო არდადეგებსა და შთაბეჭდილებებზე მომღერალმა ჟურნალ “სარკესთან” ისაუბრა.
ნინო ჩხეიძე:
– მეუღლესთან ერთად 2 დღე მონაკოში ვიყავი, 10 დღე – პარიზში. ვერ გეტყვით, რომ ჩემი ქმარი აღფრთოვანებული იყო, რადგან მას ზღვაზე დასვენება უყვარს და პარიზშიც და მონაკოშიც ჩემი ინიციატივით წავიყვანე.
გიორგის არ ესმის, რატომ უნდა დაისვენოს პარიზში, მისთვის ეს ტანჯვაა. არჩევანის უფლება არ დავუტოვე, ისღა დარჩენოდა, მოდუნებულიყო.
თანაცხოვრების საწყის ეტაპზე, დასასვენებლად უცხოეთის რომელიმე ქალაქში რომ მივდიოდით, ხშირად ვჩხუბობდით, მაღაზიებში რამდენს დადიხარო და ამიტომ ყოველთვის ზღვაზე მივყავდი.
ნინო ჩხეიძემ ქმარი, გიორგი კორახაშვილი, მოარჯულა - "წელს პირველი ზაფხული იყო, როცა გიორგი უნაკლოდ მოიქცა"— ზღვა არ გიყვართ?
– არა, რადგან ცურვა არ ვიცი. ზღვაზე რომ მივდივართ, სასტუმროს ნომერში შევდივარ, ფარდას ჩამოვაფარებ და მთელი კვირა ასე ვზივარ.
ახალდაქორწინებულები რომ ვიყავით, ჩვენი პირველი დასვენება კომიკური იყო. თურქეთში, მარმარისში, მანქანით წამიყვანა. ავტომობილი კონდინციონერის გარეშე იყო. დავისიცხეთ, საბურავი დაგვეშვა და ბოლოს გზაც აგვერია.
ამ დასვენების პერიოდში იმდენი ვიჩხუბეთ, ვფიქრობდი, როგორც კი თბილისში ჩავალთ, აუცილებლად გავშორდები-მეთქი.
ეს იყო 14 წლის წინ და მას შემდეგ იმდენი რამ გადავიარეთ, მეც მივხვდი, რომ გიორგის გემოვნებას არ უნდა მივენდო. ერთმანეთის გემოვნება შევისწავლეთ და, როცა საქმე დასვენებას ეხება, ახლა უკვე მე ვარ ლიდერი. წელს როგორც მინდოდა, ისე დავისვენე.
— ეს დასვენება რითი იყო გამორჩეული?
– წელს პირველი ზაფხული იყო, როცა გიორგი უნაკლოდ მოიქცა. თვითონ მეუბნებოდა, ეს ან ის ადგილი არ გვინახავს და წავიდეთო. ისე დავისვენეთ, როგორც კარგ მეგობართან ერთად ვისვენებ ხოლმე. არანაირი დისკომფორტი შეუქმნია. 14 წლიანმა შრომამ გაჭრა. საყიდლებზეც კი უპრობლემოდ დამყვებოდა.
— თქვენი საზაფხულო გარდერობისთვის პარიზში რა შეიძინეთ?
– პარიზში საზაფხულო ფეხსაცმელებიც შევიძინე და ჭრელი სარაფნებიც.
ნინო ჩხეიძემ ქმარი, გიორგი კორახაშვილი, მოარჯულა - "წელს პირველი ზაფხული იყო, როცა გიორგი უნაკლოდ მოიქცა"— საქართველოში დასვენებაზე უარი თქვით?
– არა. პარიზიდან რომ დავბრუნდი, ბორჯომში წავედი. ცხოვრებაში პირველად დავისვენე სანატორიუმში. ინტერნეტსა და ყველანაირ კომუნიკაციას მოვწყდი, საათების მიხედვით ვიკვებებოდი. მაშინ მივხვდი, თურმე რამხელა სიამოვნებას ვიკლებდი. მეგობრებთან ერთად პასიური დასვენება მოვიწყვე. ისე მომეწონა, ყოველ წელს ორ კვირას საკუთარ თავს დავუთმობ.
სანატორიუმში ბევრი უცხოელი ისვენებდა. გავოცდი იმით, როგორი შინაგანი კულტურა აქვთ დასვენების. თავს ისე უვლიდნენ და ზრუნავდნენ, მივხვდი, რომ მე პასიური დასვენების ფასი არ ვიცოდი. ეს ყოფილა სრული ნეტარება!
— კარგი დასვენების შემდეგ ზედმეტი კილოგრამების პრობლემა ხომ არ შეგექმნათ?
– მოვიმატე, თუმცა წყლის აქტიურად დალევა დავიწყე, რასაც ამ დრომდე არ ვაკეთებდი. დღის განმავლობაში 3 ლიტრამდე წყალს ვიღებ, რადგან აღმოჩნდა, რომ ჩემს ორგანიზმს წყალი აკლია. ნელ-ნელა წონაში კლებაც დავიწყე.
— ახალი სეზონისთვის რას გეგმავთ?
– ახალ სიმღერას ვწერ და სექტემბრისთვის ვემზადები. უცხოეთის არაერთ ქვეყანაში მაქვს კონცერტები. მინდა, აგვისტოში ყველაფერი მოვასწრო, რომ სექტემბერში სიახლეებით “შემოვვარდე”.
სოფიო ბოჭორიძე, ჟურნალი “სარკე”