ნუგზარ სულაშვილი: ”დღეს ასეულობით ქართველს უხდება ღია ცის ქვეშ ცხოვრება პარიზის ან სხვა ქალაქის ქუჩებში”

ევროპაში მცხოვრებმა ნუგზარ სულაშვილმა ფეისბუქზე ასეთი პოსტი დადო:
”პოტენციური ემიგრანტების საყურადღებოდ: ვიზალიბერალიზაცია თქვენ გაძლევთ შანს დატოვოთ საკუთარი ქვეყანა, მაგარმ გახსოვდეთ რომ მცირე შანსი გაქვთ მიიღოთ პოლიტიკური თავშესაფარი.
ყოველ დღე ათეულობით თანამემამულე გვიკავშირდება, რომლებმაც საქართველო დატოვეს იმის იმედით რომ გაიუმჯობესებდნენ ცხოვრების პირობებს და თავს დააღწევდნენ ტოტალურ გაჭირვებას. ეს ადამიანები უმეტეს შემთხვევაში არასწორი ინფორმაციის მსხვერპლნი არიან. დღეს ასეულობით ქართველს უხდება ღია ცის ქვეშ ცხოვრება პარიზის ან სხვა ქალაქის ქუჩებში. განსაკუთრებით, მძიმე მდგომარეობაში არიან სხვადასახვა დაავადებების მქონე ავადმყოფები, ვისაც იმედი ჰქონდა ჩამოსვლისთანავე მიიღებდა სამედიცინო დაზღვევას.
კიდევ ერთხელ მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ეს პროცესი მთელ რიგ სირთულეებს უკავშირდება და ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ ქუჩაში არვინ დაგტოვებთ თავშესაფრის გარეშე მცდარია.
რაც შეეხება ღია თუ ფარულ გულისტკივილს, იმასთან დაკავშირებით, რომ ხელი არ მიმიწვდება ყველას ერთდროულად გიპატრონოთ ჩემთვის გასაგებია, მაგრამ მომიტევეთ, მე არ გახლავართ ის მეცენატი, ვისაც ესოდენ დიდი ქველმოქმედების შანსი გააჩნია. მე არ მაფინანსებს საქართველოს ხელისუფლება, ან კონკრეტულად რომელიმე ბიზნესმენი თანამემამულეების დასახმარებლად. ჩემი დახმარება ამ შემთხვევაში შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ გაგიწიოთ საადვოკატო და იურიდიული მომსახურება, რაც საკმაოდ ძვირად ღირებული სერვისია ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში და ამაში უანგაროდ მეხმარებიან ფრანგი კოლეგები.
საქართველოს მხრიდან ფინანსდება არა ერთი სათვისტომო და ვფიქრობ დროა ეს პასუხისმგებლობა თანაბრად გადანაწილდეს ყველა მათგანზე.”