ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნუგზარ სულა სულაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს შემდეგი შინაარსის სტატუსს:
– ებრაელებს კი არა, საკუთარ საპატრიარქოს მოსთხოვეთ პასუხი ყოველი 100 მომლოცველიდან 99 არალეგალურად რომ რჩებოდა ისრაელში.
3.000 $ -იანი სტავკები ხომ არ გეუცხოებათ?
არც მომღერლები აკლებდნენ ხელის მოთბობას სანამ მესაზღვრეებმა სიმღერა და ინსტრუმენტებზე დაკვრა არ მოითხოვეს…
დაგვცინიან-ო…
დაგცინებენ შე მამაძაღლო, აბა რა იქნება მეტრ-ნახევრიანი კაცი თავს კალათბურთელად რომ გაასაღებ.
რაც შეეხება სადეპორტოს: ეს არ გახლავთ სანატორიუმი და იგი არაფერით განსხვავდება ევროპული სადეპორტო დაწესებულებისგან.
ეს არის სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს კანონს და ეყრდნობა იმ ინფორმაციას რასაც ჩვენი ხელისუფლება აწვდის. ისრაელმა მას შემდეგ გააუქმა პოლიტიკური თავშესაფარი, რაც საქართველოს მთავრობამ გადასცა ოფიციალური დოკუმენტი იმასთან დაკავშირებით რომ ჩვენი ქვეყანა არის სტაბილური, არავინ იდევნება განსხვავებული აზრის, სარწმუნოების ან სექსუალური ორიენტაციის გამო.
ჰოდა მოსთხოვეთ საკუთარ ეკლესიას, მთავრობას და კულტურის სამინისტროს პასუხი!!!

