ნუგზარ წიკლაური – ”სააკაშვილის მომხრეებმა პოროშენკოს ზონდერების 7 მიკროავტობუსი დაბლოკეს”

ნუგზარ წიკლაური - ”სააკაშვილის მომხრეებმა პოროშენკოს ზონდერების 7 მიკროავტობუსი დაბლოკეს”„ტიტუშკების“ 7 მიკროავტობუსი ბლოკირებულია მიშა სააკაშვილის მოძრაობის აქტივისტების მიერ.

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური ფეისბუქში წერს.

როგორც წიკლაური აღნიშნავს, უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში „ტიტუშკების“ მობილიზაცია დაიწყო, რაც 10 სექტემბერს, სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას უკავშირდება.
„ოლიგარქების უცვლელი ხელწერა უკრაინაში და საქართველოში: პოროშენკომ და ავაკოვმა დასავლეთ უკრაინაში, ლვოვში გადაისროლეს „ტიტუშკების“ ჯგუფები. ზონდერ-ტიტუშკების კრაკოვეცის სასაზღვრო პუნქტისკენ გადასროლა უკავშირდება ხვალინდელ მოვლენებს. ამჟამად „ტიტუშკების“ 7 მიკროავტობუსი ბლოკირებულია მიშა სააკაშვილის მოძრაობის აქტივისტების მიერ“, – წერს ნუგზარ წიკლაური.
მიხეილ სააკაშვილი 10 სექტემბერს, პოლონეთის გავლით უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. სააკაშვილი უკრაინაში შესვლას კრაკოვეცის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან აპირებს. მას საზღვართან მხარდამჭერები და პოლიტიკოსები დახვდებიან.

ინტერპრესნიუსი