ოლეგ სლობოდიანი: სააკაშვილის მიერ გამშვები პუნქტის გადაკვეთისას მესაზღვრეებმა იარაღი არ გამოიყენეს, ვინაიდან შესაბამისი ბრძანება მიიღეს

ოლეგ სლობოდიანი: სააკაშვილის მიერ გამშვები პუნქტის გადაკვეთისას მესაზღვრეებმა იარაღი არ გამოიყენეს, ვინაიდან შესაბამისი ბრძანება მიიღესმიხეილ სააკაშვილის მიერ „შეგინის“ გამშვები პუნქტის გადაკვეთისას მესაზღვრეებმა იარაღი არ გამოიყენეს, ვინაიდან შესაბამისი ბრძანება მიიღეს, – ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის თანაშემწემ ოლეგ სლობოდიანმა განაცხადა.

– ჟურნალისტები მეკითხებიან, თუ რატომ არ გამოიყენეს მესაზღვრეებმა იარაღი? ვპასუხობ: მესაზღვრეებმა ბრძანება მიიღეს, არ გამოიყენონ იარაღი და ფიზიკური ზემოქმედების საშუალებები, ვინაიდან „მშვიდობიანი აქცია“ იმართებოდა, – აღნიშნა მან.