“ოცნებაში ჩახოცილი 15 მეანაბრე“ – ამ სლოგანით საპროტესტო აქციას საფინანსო-კომპანია „საქართველოს” მიერ დაზარალებულები მართავენ. მეანაბრეები კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან შეიკრიბნენ. ისინი “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატისგან დაპირების შესრულებას ითხოვენ.
როგორც მეანაბრეები ამბობენ, კალაძე მათ რამდენიმე დღის წინ დახმარებას დაპირდა, თუმცა ამ დრომდე მისი დაპირება არ შესრულებულა.
– შეგვპირდნენ, რომ ამ პრობლემებზე იმსჯელებდნენ და პრობლემის მოგვარების გზებს აუცილებლად მონახავდნენ უახლოეს დღეებში, ვიყავით დარწმუნებულები, რომ გარკვეული სახის მოლაპარალებები მიმდინარეობდა, მაშინ ლაპარაკი იყო 3 დღეზე, მაგრამ 10 დღეზე მეტი გავიდა. მეანაბრეებს ეჭვად გვაქვს, რომ ეს არის წინასაარჩევნოდ დროის გაყვანის მიზნით, – განაცხადა ერთ-ერთმა მეანაბრემ.
დაზარალებულები მერობის სახელისუფლებო კანდიდატთან დაუყოვნებლივ შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციების ჩატარებას აანონსებენ.
ნიუპოსტი

