სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ლომჯარიამ პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობისა და კანონიერების მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი საკონსულტაციო კომისიის ფარგლებში, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და სამოქალაქო სექტორს პოლიტიკური პარტიების ფინანსების და შემოწირულობების მონიტორინგის შედეგები გაააცნო.
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, 1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, “ქართული ოცნების” შემოწირულობამ 7.343.000 მიაღწია. შემოწირულობის სახით 323.675 ლარი მიიღო “ევროპულმა საქართველომ”, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ – 15.600 ლარი. „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ – 15.300 ლარი, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“- 12.204 ლარი, „ეროვნული ფორუმი“- 9.215 ლარი, “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი შემოწირულობის სახით, 5.432 ლარი მიიღო.
ლომჯარიას თქმით მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე აუდიტის სამსახურს 101 შემომწირველის შემოსავლებთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდა, მათგან 14 პირი გამოკითხვაზეა დაბარებული. 14 ფიზიკური პირიდან 6 არის „ევროპული საქართველოს“, 8 კი „ქართული ოცნების“ შემომწირველი.
ლომჯარიას თქმით წინა თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით საგრძნობლად არის გაზრდილი დაფინანსება იურიდიული პირების მხრიდანაც.

