პაატა შამუგიას ავტომობილს ხე დაეცა

“საბას” ლაურეატი, ქართველი პოეტი პაატა შამუგია ძლიერმა ქარმა დააზარალა. მის მანქანას ქარისგან მოგლეჯილი ხე დაეცა და ავტომობილს მინა ჩაუმტვრია. ფაქტის ამსახველ ფოტოებს თავად პაატა შამუგია ავრცელებს.”ხე დამეცა. მე გადავრჩი, მანქანა ვერა”- წერს შამუგია.