პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განმარტების გასაკეთებლად უკრაინის ელჩი დაიბარა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტარი სარიუშ ვოლსკი ავრცელებს.
მისი თქმით, სააკაშვილის საქმის მონიტორინგს პოლონეთის შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და ინფრასტრუქტურის მინისტრები უწევენ მონიტორინგს. ვოლსკი ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლებას არ ჰქონდა კანონიერი საფუძველი მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინაში შესვლაზე უარი ეთქვათ.
სარიუშ ვოლსკი პირობას დებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის გადალახვის დროს არსებული შეფერხებების შესახებ საკითხს ევროპარლამენტის უახლოეს სხდომაზე აუცილებლად დააყენებს.

