“პოროშენკომ მძევლად აიყვანა ეს ადამიანები” – მატარებელი უკრაინაში არ გაემგზავრება, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ დატოვებს ტრანსპორტს

"პოროშენკომ მძევლად აიყვანა ეს ადამიანები" - მატარებელი უკრაინაში არ გაემგზავრება, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ დატოვებს ტრანსპორტს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ბრძანებით, პოლონეთისდან მატარებელი, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშილი მის მხარდამჭერებთან, ოჯახის წევრებთან და პოლიტიკოსებთან ერთად ზის, უკრაინის მიმართულებით არ გაემგზავრება, სანამ პირადად მიხეილ სააკაშვილი სმატარებელს არ დატოვებს.
ამის შესახებ უკრაინის ოპოზიციური პარტია „ბატრივშჩინას“ ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ განაცხადა. შეტყობინება პოლონეთში უკრაინის ეროვნული პოლიციიდან მივიდა.