„პოროშენკოს სურს სააკაშვილი ქვეყნიდან გარიყოს“

„პოროშენკოს სურს სააკაშვილი ქვეყნიდან გარიყოს“მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადები, უკრაინის სამართალდამცავი უწყებების მიერ დაწყებული გამოძიება სააკაშვილის უკრაინაში შესვლასთან დაკავშირებით ფარსია, რადგან დანაშაული თავად ხელისუფლებამ ჩაიდინა.
– პირველ რიგში თუ ვინმემ კანონი დაარღვია ეს უკრაინის ხელისუფლებაა, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მავთურხლართები მოაწყო და მოახდინა შეიარაღებული მესაზრვრეების შეკრება, მოაწყო სამხედროების კორდომენი მშვიდობიანი მოაქალაქეებისა და იმუნიტეტის მქონე პირების მიმართ, ამიტომ ყველა გამოძიება რასაც უკრაინული მხარე გუშინდელ მოვლენებთან აწარმოებს არის ფარსი. სააკაშვილი მოქალაქეობის არ მქონე პირია, თუმცა მასთან ერთად იქ იყვნენ ევროპარლამენტარები და რიგითი მოქალაქეები. შესაბამისად აპელირება რომ სააკაშვილმა კანონი დაარღვია უადგილოა და ემსახურება მიზანს, პოროშენკოს სურს სააკაშვილი ქვეყნიდან გარიყოს, – აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია ,,პირველ რადიოსთან“საუბრისას.
მისვე თქმით, ძნელია წინასწარ იმის პროგნოზირება რას აპირებს უკრაინის ხელისუფლება, რადგან ფაქტია, რომ ხელისუფლება არაადექვატურად მოქმედებს.
– უკრაინის ხელისუფლება ისე გაურკვევლად და დაბნეულად იქცევა კომენტარს ვერ გავაკეთებ როგორ იმოქმედებს და მოხდება თუ არა ექსტრადირება. რაც შეეხება იურიდიულ საკითხებს, ჩვენ მოვისმინეთ პროკურატურისა და იუსტიციის მინისტრის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ექსტრადირებაზე ასევე მღებრიშვილის განცხადება პრანკერებთან,რომელიც ახმოვანებს პრემიერის დამოკიდებულებას და ამბობს, რომ არუნდა სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე,ძნელია ვარაუდი ,რას იზამს უკრაინის ხელისუფლება, – ამბობს ბასილაია ,,პირველ რადიოსთან“საუბრისას.