ქაბულში პენტაგონის შეფის, ჯეიმს მატისის, მოკვლა სცადეს

ქაბულში პენტაგონის შეფის, ჯეიმს მატისის, მოკვლა სცადესქაბულის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „თალიბანმა“ აიღო. ტელეკომპანია Tolo News–ის ცნობით ,ტერორისტებს პენტაგონის ხელმძღვანელის ჯეიმს მეტისის მოკვლა სურდათ.

ქაბულში დღეს პენტაგონის შეფი ჯეიმს მეტისი და ნატოს გენმდივანი ხელისუფლებასთან მოსალაპარაკების მიზნით ჩავიდნენ. მათი ჩასვლის შემდეგ აეროპორტზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა.

აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-30 რაკეტა ჩამოვარდა. ამ დრომდე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. აეროპორტში ყველა რეისი გაუქმდა, განხორციელდა ხალხის ევაკუაცია.

იმედინიუსი