ავიაკომპანია Delta Flight-ის თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის ჩათვლით 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ქარიშხალ ირმას შუაგულში მოექცა.
Delta Flight 302 უკანასკნელი რეისი იყო, რომელიც ოთხშაბათს, პუერტო რიკოს საერთაშორისო აეროპორტიდან ნიუ-იორკის ჯონ კენედის სახელობის აეროპორტისკენ გაფრინდა, ვიდრე აეროპორტი “ირმას” (ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხლის, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა) გამო დაიკეტებოდა.
პილოტმა ქარიშხლის შუაგულში თვითმფრინავის უსაფრთხოდ მართვა მოახერხა და მგზავრები JFK-ს აეროპორტში მშვიდობით ჩაიყვანა.
თვითმფრინავის გადაადგილებას LIVE რეჟიმში ათასობისთ ადამიანი ადევნებდა თვალს Twitter-ზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ძალიან საშიში იყო, პოლოტებმა განაცხადეს, რომ ისინი სიტუაციას ბოლომდე აკონტროლებდნენ.
პოსტალიონი.კომ

