ქარიშხალმა “ირმამ” სენ-მარტენის ცნობილი აეროპორტი გაანადგურა

ქარიშხალმა "ირმამ" სენ-მარტენის ცნობილი აეროპორტი გაანადგურამსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აეროპორტი ქარიშხალმა „ირმამ“ გაანადგურა.
კარიბის ზღვაში მდებარე კუნძული სენ-მარტენის პრინცესა ჯულიანას აეროპორტმა ფუნქციონირება შეწყვიტა.

სენ მარტენის აეროპორტი სანაპიროსთან სიახლოვისა და თვითმფრინავების დაბალ სიმაღლეზე ფრენის გამო, ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

ბოლო მონაცემებით, ქარიშხალ “ირმას” 13 ადამიანი ემსხვერპლა.

სინოპტიკოსების ინფორმაცით, ქარიშხალმა უკვე მიაღწია, უმაღლეს მეხუთე კატეგორიას და ის ატლანტის ოკეანეში ბოლო ათწლეულების განმავლობაში წარმოქმნილი ყველაზე ძლიერი ქარიშხალია. ქარის სიჩქარე საათში 295 კილომეტრს მიაღწევს.

“ირმა” უფრო ძლიერია, ვიდრე ქარიშხალი „ჰარვი“, რომელიც აგვისტოს ბოლოს ტეხასის შტატს თავს დაატყდა.

ნიუპოსტი