რაფაელ ნადალმა ამერიკის ღია პირველობა მოიგო

რაფაელ ნადალმა ამერიკის ღია პირველობა მოიგოესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ამერიკის ღია პირველობა კიდევ ერთხელ მოიგო. ფინალში რაფამ სამხრეთ აფრიკელი კევინ ანდერსონი სამ სეტში დაამარცხა ანგარიშით 6:3, 6:3, 6:4 და კარიერის მანძილზე მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. ამრიგად ნადალი მიუახლოვდა ფედერერს, რომლის ანგარიშზე 19 დიდი სლემის ტურნირია.

ფინალური შეხვედრა არ იყო ნადალისთვის ისეთი იოლი, როგორც ეს ანგარიშიდან ჩანს, მაგრამ ესპანელი ჩოგბურთელი აკონტროლებდა მატჩის სადავეებს ანდერსონმა მას ვერაფერი დაუპირისპირა. მატჩის შემდეგ ნადალმა მადლობა გადაუხადა ყველა მის მხარდამჭერს და თქვა რომ ჩოგბურთისგან მცირე ხნით დაისვენებს, ხოლო შემდეგ კი ისევ დაუბრუნდება კორტებს.