რატომ შეცვალა “ქართულმა ოცნებამ” ამირან გიორგაძე თეიმურაზ აბაზოვით – საპროტესტო აქცია მარნეულში

რატომ შეცვალა "ქართულმა ოცნებამ" ამირან გიორგაძე თეიმურაზ აბაზოვით - საპროტესტო აქცია მარნეულში“ქართული ოცნები”ს ოფისთან მარნეული მცხოვრებლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მმართველი პარტიისგან მარნეულში მერობის კანდიდატად ამირან გიორგაძის დაბრუნებას მოითხოვენ, რომელიც დღეს თეიმურაზ აბაზოვმა ჩაანაცვლა.

ამ წუთებში აქციის მონაწილის ნაწილი პარტიის წევრებთან შეხვედრას მართავს, თუმცა კონკრეტულად ვისთან იმართება შეხვედრა, ამ ეტაპზე უცნობია. შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი თუ რას მოიმოქმედებენ აქციის მონაწილეები, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟი

დღეს ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” 7 სექტემბერს წარდგენილი მარნეულის მერობის კანდიდატი ამირან გიორგაძე თეიმურაზ აბაზოვით შეცვალა.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

იმედინიუსი