რივალდო: “ეს იყო შესანიშნავი ზეიმი 60.000 გულშემატკივრის წინაშე”

რივალდო: "ეს იყო შესანიშნავი ზეიმი 60.000 გულშემატკივრის წინაშე"დინამო „არენაზე“ ჩატარებულ საქველმოქმედო მატჩს ფეხბურთის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა რივალდომ შესანიშნავი უწოდა. „ეს იყო ჩემი გუნდი საქართველოში. მათთან თამაში მარტივია. ეს იყო შესანიშნავი, ზეიმი 60.000 გულშემატკივრის წინაშე! დიდი მადლობა“,- ამბობს რივალდო. ინფორმაციას pia ავრცელებს.

რივალდო: "ეს იყო შესანიშნავი ზეიმი 60.000 გულშემატკივრის წინაშე"ბრაზილიელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა თამაშის დაწყებამდეც საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაიხადა. მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნა თბილისის ხედით. „საქართველოში ჩამოვედით. მადლობა ღმერთს, მალე ვითამაშებთ“, – წერს რივალდო.

ამ თამაშებიდან მიღებული შემოსავალი, შეთანხმებისამებრ, სრულად მოხმარდება ბორჯომის ხეობაში, აგვისტოში ხანძრის შედეგად განადგურებული ტყის აღდგენას.

მატჩი ანგარიშით 6:5 მსოფლიო ვარსკვლავების სასარგებლოდ დასრულდა.

იმედინიუსი