როჯერ ფედერერმა ამერიკის ღია პირველობაზე რთული შეხვედრა მოიგო

როჯერ ფედერერმა ამერიკის ღია პირველობაზე რთული შეხვედრა მოიგოლეგენდარული ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი ამერიკის ღია პირველობის მესამე წრეში გავიდა, თუმცა ამისთვის მას ვეტერან მიხაილ იუჟნისთან 5 სეტის თამაში მოუწია. როჯერმა მეორე და მესამე სეტი წააგო, თუმცა საბოლოოდ გადამწყვეტ მომენტებში მან მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

გამარჯვების მიუხედავად როჯერი არ არის ოპტიმალურ ფორმაში და ამას თვითონ ფედერერიც აღიარებს. შემდეგ წრეში ფედერერს საკმაოდ რთული შეხვედრა ელის ფელისიანო ლოპესთან, რომელიც სწრაფ კორტებზე კარგად თამაშობს და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.