რუსეთის ბალისტიკურმა რაკეტამ აზერბაიჯანს და სომხეთს გადაუფრინა – ვიდეო

რუსეთმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა “ტოპოლ-მ” გამოსცადა. რაკეტა ასტრახანის პოლიგონ “კაპუსტინ იარიდან” გაუშვეს და მიზანს ყაზახეთის პოლიგონზე “სარი-შაგანში” დაარტყა.

რაკეტის გაშვებისთანავე რუსეთის სამხრეთ რეგიონში მაცხოვრებლებმა სოციალურ ქსელებში ამოუცნობი მფრინავი ობიექტის შესახებ დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება. რაკეტის ნახვის შესაძლებლობა ჰქონდა სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსახლეობასაც.

რუსეთმა რაკეტა 26 სექტემბრის საღამოს გამოსცადა.

პირველი