სოციალურ ქსელებში ავტოავარიის ვიდეოკადრები გავრცელდა, რომელშიც რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვი დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა მურმანსკის ოლქში მოხდა. რუსული მედიის ცნობით, სედანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სამხედრო კოლონის მიკროავტობუსს შეეჯახა, რომელშიც გენერალი და სხვა მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. გენერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა, თუმცა ეს ცნობა ოფიციალურად არ დასტურდება.
პირველი

