რუსული საინფორმაციო სააგენტო Интерфакс -ის რედაქტორი იური ნიკიფოროვი, მარშალ კრილოვის ქუჩაძე მდებარე სახლის სადარბაზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ის მისმა მეუღლემ იპოვა და პოლიციას შეატყობინა. 33 წლის მამაკაცის სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ნიკიფოროვის მეგობრები სუიციდს კატეგორიულად გამორიცხავენ.
Интерфакс – ის გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსეი გორშკოვის თქმით, ნიკიფოროვი მოსკოვის ახალ ამბებს, კონკრეტულად, სოციალურ და ეკონომიკურ თემებს აშუქებდა… მისივე თქმით, გამოძიება სხვადასხვა ვერსიით დაიწყო. “ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების თქმით, მას დეპრესიისა და ზოგადად, თვითმკვლელობის წინაპირობის არაფერი ეტყობოდა. რამდენადაც ცნობილია, არც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა…”,- ამბობს გორშკოვი.
გარდაცვლილ რედაქტორს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ახლობლების თქმით, მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ საღამოს გავრცელდა, თუმცა, ის სოციალური ქსელის პირად გვერდზე დღეს დილითაც დაფიქსირდა. მისი კოლეგების თქმით, ნიკიფოროვი აწარმოებდა გამოძიებას გავლენიანი ბიზნესმენების წილების შესახებ, მათ გავლენებსა და კავშირებზე. თუმცა, არასდროს უთქვამს, რომ ვინმე ემუქრებოდა.

