რუსეთის გენერალური საკონსულოს ზოგიერთმა თანამშრომელმა, რომელმაც ფუნქციონირება დღეიდან შეწყვიტა სან–ფრანცისკოში, საიმიგრაციო ადვოკატს მიმართა აშშ–ში პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად.
სან–ფრანცისკოში მოქმედი იურიდიული კომპანია American Corporate Services–ის პრეზიდენტმა გრიგორი ფილკენსოლვმა ForumDaily–სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში უკვე რამდენიმე შეტყობინება მიიღო რუსეთის გენსაკონსულოს დიპლომატებისგან, რომლებშიც ისინი აშშ–ში პოლიტიკური თავშესაფრის მოპოვებაში დახმარებას ითხოვდნენ.
– სინამდვილეში, ამის გაკეთება შესაძლებელია და არც ისე რთულია, როგორც შეიძლება გვეჩვენებოდეს. თეორიულად. ამერიკაში რამდენიმეწლიანი ცხოვრების შემდეგ ადამიანების ბედში შეიძლება გარკვეული სერიოზული ცვლილებები მოხდეს. მაგალითად, ის შეიძლება მიხვდეს, რომ არის ჰომოსექსუალი და ამ ორიენტაციით გარკვეული ისტორიაც ჰქონდეს. იგივე წარმატებით ამ ხნის განმავლობაში ადამიანი შეიძლება „იეჰოვას მოწმე“ გახდეს, ანდა იმედგაცრუებული გახდეს რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკით. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტია ამისათვის ისიც, თუ აშშ–ში ცხოვრების პერიოდში ესა თუ ის დიპლომატი ამერიკის ხელისუფლებასთან, ან სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა, – აცხადებს ადვოკატი.
მისივე თქმით, თავშესაფრის მოთხოვნის ფაქტი უკვე აძლევს განმცხადებელს, საქმის საბოლოო განხილვამდე, ამერიკაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას. ეს პერიოდში შეიძლება 2–3 წელს გაგრძელდეს.
სან–ფრანცისკოში რუსეთის გენერალური საკონსულოს დახურვის ინიციატორი პირადად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტის სპიკერმა სარა სანდერსმა თეთრს სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პირველი

