შეგინის გამშვებ პუნქტზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები უკვე რამდენიმე საათია იმყოფებიან, როგორც ცნობილია, მათ პირად ნივთებსა და დოკუმენტებს არ უბრუნებენ.
გუშინ განვითარებულ მოვლენებზე მათგან ახსნა-განმარტების დაწერას ითხოვენ. მუხლი, რომლის მიხედვითაც მათ ბრალი წარედგინათ, ითვალისწინებს ჯარიმას ან 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას. “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტები დუმილის უფლებას იყენებენ.
მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ უკრაინის ხელისუფლებამ შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიებას იმ 60 კაცის სია აქვს, რომლებიც პოლონეთი-უკრაინის საზღვრის უკანონო გადმოკვეთის გამო უნდა დაიკითხონ.
ნიუპოსტი

