საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო, უკრაინული საიტის, „მიროტვორეცის“ ნუსხაში შეიყვანეს. უკრაინული საიტი „მიროტვორეცის“ , რომელიც ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულის შემცველი ქმედებების კვლევის ცენტრს ეკუთვნის, განმარტავს, რომ ამის მიზეზი 10 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა, მოქალაქეობის არმქონე პირთა უკანონო გადაადგილების ორგანიზება და ასევე, სხვა პირებთან ერთად განსაკუთრებული რეჟიმის მქონე ობიექტზე თავდასხმა გახდა.
– ზემოაღნიშნული კანონდარღვევების გამო, სააკაშვილის და ტიმოშენკოს წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, – წერს „მიროტვორეცის“ ადმინისტრაცია თავის ვებგვერდზე.

