სააკაშვილი დღეს იტყვის, როდის წავა კიევში

სააკაშვილი დღეს იტყვის, როდის წავა კიევშიოდესის ყოფილი გუბერნატორი, ამჟამად კი უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებ სავარაუდოდ დღეს განაცხადებს. დღესვე გახდება ცნობილი, როდის გეგმავს საქარველოს მესამე პრეზიდენტი კიევში გამგზავრებას, ამ დრომდე ის ოჯახთან ერთად ლვოვში რჩება.ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასტუმროსთან სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სამართალდამცავები არიან მობილიზებული. უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილს და მის მხარდამჭერებს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, სააკაშვილი უკრაინაში პოლონეთიდან შევიდა. საზღვრამდე მისვლის რამდენიმე მცდელობის შემდეგ შეგინის სასაზღვრო პუნქტზე მისულ სააკაშვილს მესაზღვეებმა მას და მის თანმხლებ პირებს მოცდა მოსთხოვეს, იმ მიზეზით რომ საზღვრის მიმდებარე ტერიტორია შესაძლოა დანაღმული ყოფილიყო და შემოწმება ტარდებოდა. სააკაშვილმა მესაზღვრეები პრეზიდენტ პოროშენკოს უკანონო ბრძანების შესრულებაში დაადანაშაულა. საზღვრის უკრაიინის მხარეს მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა მესაზღვრეების რამდენიმე კორდონის გარღვევა შეძლეს და მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვარზე გადაიყვანეს

ნიუპოსტი