სააკაშვილი – ”დღეს ლვოვში შევიკრიბებით და მერე კიევისკენ დავიძრებით”

სააკაშვილი - ”დღეს ლვოვში შევიკრიბებით და მერე კიევისკენ დავიძრებით”საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე ლვოვში მიემგზავრება.

– დღეს ლვოვში შევიკრიბებით და ალბათ, გადავწყვეტთ კიევისკენ წასვლას, – განაცხადა მან Newsone-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამჟამად მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად უკვე ავტობუსშია და ლვოვისკენ მიემგზავრება.
არსებული ინფორმაციით, ლვოვში ის მხარდამჭერებს შეხვდება. როგორც ცნობილია, სააკაშვილმა რამდენიმე ასეულ მხარდამჭერთან ერთად უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე გაკეთებული კორდონები გაარღვია და ქვეყნის ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გავლის გარეშე შევიდა.