მიხეილ სააკაშვილი ივანო-ფრანკოვსკში იმყოფება და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს.
სააკაშვილმა შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და სამოქმედო გეგმები გააცნო.
მან დღეს კიდევ ერთხელ დააანონსა, რომ 19 სექტემბერს კიევში მიდის.
მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩასვლამდე სხვა რეგიონებში მცხოვრებლებთან შეხვედრასაც გეგმავს.
ივან-ფრანკოვსკის საოლქო საბჭომ პეტრო პოროშენკოსადმი მიმართვაც მიიღო, სადაც საბჭო მოუწოდებს, რომ პრეზიდენტმა პოლიტიკური დევნა შეწყვიტოს.
ნიუპოსტი

