სააკაშვილი კრაკოვეცისკენ ჟურნალისტებთან ერთად ავტობუსით წავა

სააკაშვილი კრაკოვეცისკენ ჟურნალისტებთან ერთად ავტობუსით წავაწამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებით სავსე ავტობუსი ვარშავიდან პერემიშლისკენ დაიძრა, სადაც მიხეილ სააკაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
პრესკონფერენციის შემდეგ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ჟურნალისტებთან ერთად „კრაკოვეცის“ გამშვები პუნქტისკენ გაემგზავრება.
მიხეილ სააკაშვილის თანაშემწეების თქმით, ის ჟურნალისტებს შეუერთდება და მათთან ერთად ავტობუსით პოლონეთ-უკრაინის საზღვრისკენ გაემგზავრება.

ინტერპრესნიუსი