,,ინტერფაქსს უკრაინის” ინფორმაციით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი 30 სექტემბერს ოდესაში ჩასვლას გეგმავს.
როგორც სააგენტოს ყოფილი გუბერნატორის გარემოცვიდან განუცხადეს, ოდესელებთან შეხვედრა ზღვისპირა ბულვარში არის დაგეგმილი.
სააგენტოს ინფორმაციით, მათ მემარჯვენე რადიკალური ორგანიზაციებიდა მიიღეს ცნობა, რომ ,,მოწინააღმდეგეები შეხვედრის ჩაშლას გეგმავენ”.

