სააკაშვილი რუსთაველზე და სააკაშვილი მატროსოვზე ერთნაირად საშიშია ხელისუფლებისათვის

ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინაში დაბრუნების გადაწყვეტილებას ეხმაურება.
ტაბლიაშვილი შეფასებას “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ავრცელებს და წერს, რომ სააკაშვილის სცენარი წარმოაჩენს რისი ეშინია საქართველოს ხელისუფლებას – “კოლექტიური თარხან-მოურავ-ინაშვილ-ბურჯანაძე-ბრეგაძისა, თუ დასავლეთის”.
– სააკაშვილის ხვალინდელი დღის ერთი სცენარი წარმოაჩენს – ვისი ეშინია საქართველოს ხელისუფლებას? კოლექტიური თარხან-მოურავ-ინაშვილ-ბურჯანაძე-ბრეგაძისა, თუ დასავლეთისა…
სააკაშვილმა თუ მართლაც გადალახა მხოლოდ ჩვენთან ჭკვიანი პოროშენკოს ქვეყნის – უკრაინის საზღვარი, მას, ეს მხოლოდ ჩვენთან ჭკვიანი პოროშენკო, სავარაუდოდ, დააკავებს და, შესაბამისად, ჩასვამს თვითმფრინავში და გამოუშვებს საქართველოსკენ.
თვითმფრინავი ნოვო ალეექსეევკაზე დაჯდება… და, შესაბამისად, ბორტის მგზავრს დააკავებენ და … ასე ორ დღეში, მაკკეინი და კიდევ 20 სენატორი იტყვის, რომ თავდებში უდგებიან სააკაშვილს… და ამდენივე დღეში იტყვის თარხან-მოურავიც, რომ თუ სააკაშვილს გამოუშვებენ, ყველაფერს დაანგრევს.
სააკაშვილი რუსთაველზე და სააკაშვილი მატროსოვზე ერთნაირად საშიშია ხელისუფლებისათვის.
ახლა პოროშენკომაც უნდა გააძლიეროს ლოცვა, რომ სააკაშვილი უკრაინაში ვერ ჩავიდეს და საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ თუ პოროშენკო მას მაინც დაიჭერს, აქეთ, საქართველოში აღარ გამოუშვას.- წერს ტაბლიაშვილი.