სააკაშვილი – “უკრაინაში რევოლუციას არ მოვაწყობ”

სააკაშვილი - "უკრაინაში რევოლუციას არ მოვაწყობ"ოდესის ექს გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას უკრაინაში რევოლუციის ორგანიზების სურვილი არ აქვს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

– მართალია, მე ძველი რევოლუციონერი ვარ, თუმცა არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ახალი რევოლუცია მოვაწყო, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ის საკუთარი მოთხოვნების შესრულებას კანონიერი გზით შეეცდება.

10 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც უკრაინაში მოქალაქეობა გაუუქმეს, მხარდამჭერებთან ერთად უკრაინაში პოლონეთ-უკრაინის საზღვარის ძალით, მესაზღვრეების კორდონის გარღვევის შემდეგ შეაღწია.

მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქს 2015 წლის მაისიდან 2016 წლის ნოემბრამდე ხელმძღვანელობდა. 2004 წლიდან 2013 წლამდე ის საქართველოს პრეზიდენტი იყო, სადაც მის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული. მასზე საქართველოს ტერიტორიაზე გამოცხადებულია ძებნა. თბილისი კიევს სააკაშვილის გადმოცემას სთხოვს.

იმედინიუსი