სააკაშვილი უკრაინის საზღვარზე მივიდა – შეგინის გამშვებ პუნქტზე მისმა ავტობუსმა შლაგბაუმი გაიარა

სააკაშვილი უკრაინის საზღვარზე მივიდა - შეგინის გამშვებ პუნქტზე მისმა ავტობუსმა შლაგბაუმი გაიარასაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „კრაკოვეცის“ გამშვები პუნქტის ნაცვლად „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

ავტობუსმა, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინელი პარლამენტარები სხედან, შლაგბაუმი გაიარა და პოლონეთის საბაჟოზე საკონტროლო შემოწმებას გადის.

მას შემდეგ, რაც პოლონური მხარე პროცედურებს დაამთავრებს, ავტობუსი უკვე უკრაინულ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში შევა.
აქამდე როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ის უკრაინაში დაბრუნებას „კრაკოვეცის“ გამშვები პუნქტის გავლით აპირებდა მას შემდეგ, რაც მატარებლით დაბრუნება ვერ მოახერხა.

ინტერპრესნიუსი, ნიუპოსტი