სააკაშვილის მომხრეთა რაოდენობა კრაკოვეცში ყოველ წუთს მატულობს

სააკაშვილის მომხრეთა რაოდენობა კრაკოვეცში ყოველ წუთს მატულობს სააკაშვილის მომხრეთა რაოდენობა კრაკოვეცში ყოველ წუთს მატულობსპარტია РУХ НОВИХ СИЛ-ის წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან მიხეილ სააკაშვილის დამხვედრთა რიცხვი ყოველ წუთს იმატებს.
“დილა მშვიოდობისა, უკრაინა! ბანაკი ყოველ წუთს იმატებს. ღამის განმავლობაში ჩვენ შემოგვემატა “ბლოკადის შტაბისა” და ბატალიონ “დონბასის” ვეტერანთა კოლონა. ჩვენთან არიან იგორ სობოლევი და სემიონ სემენჩენკო. ბანაკში 1.000-ზე მეტი ადამიანი და 300 კარავია, ხოლო ხალხი კი ფაქტიურად ყოველ წუთს გვემატება,” – ნათქვამია პარტიის მიერ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ პოსტში.
სააკაშვილის მომხრეთა რაოდენობა კრაკოვეცში ყოველ წუთს მატულობს12 საათზე მიხეილ სააკაშვილი პრესკონფერენციას გამართავს, ხოლო პრესკონფერენციის შემდეგ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ჟურნალისტებთან ერთად „კრაკოვეცის“ გამშვები პუნქტისკენ გაემგზავრება.
უცხოური მედიის ცნობით, წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებით სავსე ავტობუსი ვარშავიდან პერემიშლისკენ უკვე დაიძრა.

კრაკოვეცში ელოდებიან იულია ტიმოშენკოს და უკრაინის თავდაცვის ყოფილ მინისტრსაც.

უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს 26 ივლისს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.

გუშინ Facebook-ის პირად გვერდზე სააკაშვილმა დაწერა, რომ უკრაინაში ჩასვლას ის უმცროს შვილთან ერთად გეგმავს.

ნიუპოსტი, იმედინიუსი