სააკაშვილმა და ტიმოშენკომ მატარებელი დატოვეს. ტიმოშენკო უკრაინის გენპროკურორს მიმართავს

სააკაშვილმა და ტიმოშენკომ მატარებელი დატოვეს. ტიმოშენკო უკრაინის გენპროკურორს მიმართავსცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა   „ბატკივშინას“ ლიდერთან, იულია ტიმოშენკოსთან ერთად „ინტერსითის“ მატარებელი დატოვა.
„ინტერსითის“ მატარებელი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინში დაბრუნებას გეგმავდა, ჯერ კიდევ გაჩერებულია. მგზავრების ნაწილი მატარებელს ტოვებს, რათა უკრაინაში სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჩავიდნენ.
– ჩვენ ჩავსხდებით მატარებელში და დაველოდებით შემდგომ გადაწყვეტილებას, – განაცხადა იულია ტიმოშენკომ განაცხადა.
სააკაშვილმა და ტიმოშენკომ მატარებელი დატოვეს. ტიმოშენკო უკრაინის გენპროკურორს მიმართავსმან უკრაინის მთავარ პროკურორს მიმართა და შექმნილი სიტუაციის გადაწყვეტისკენ მოუწოდა.
– მთელი ჩემი გუნდის სახელით, მივმართავ გენერალურ პროკურორს – თქვენ თავად იყავით პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი. მე მინდა გთხოვოთ, მოაგვაროთ ეს სიტუაცია, იქიდან გამომდინარე, რომ უკრიანის პრეზიდენტი გასცემს კანონსაწინააღმდეგო ბრძანებებს და გენერალური პროკურორის გარეშე ეს არ გადაწყდება. თუ ჩვენ გვყავს გენერალური პროკურორი, უნდა შეწყდეს ეს ქმედება და ამ ხალხს მიეცეს უკრაინაში შესვლის გადაწყვეტილება. ჩვენ ჩავსხდებით მატარებელში და დაველოდებით შემდგომ გადაწყვეტილებას, – განაცახდა ტიმოშენკომ.
მიხეილ სააკაშვილმა და იულია ტიმოშენკომ „ინტერსითის“ მატარებელი დროებით, ბრიფინგის გამართვის მიზნით დატოვეს. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ყველა უწყება უარყოფს, რომ მან გასცა მატარებლის შეფერხების ბრძანება, შესაბამისად, ერთადერთი, ვინც რჩება ბრძანების გამცემი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოა.

ინტერპრესნიუსი