სანდრა რულოვსი: „სიმართლე ჩვენს მხარეზეა“

სანდრა რულოვსი: „სიმართლე ჩვენს მხარეზეა“უკრაინის საზღვრის გადაკვეთას მიხეილ სააკაშვილთან ერთად მისი მეუღლე სანდრა რულოვსი და შვილი ნიკოლოზიც აპირებენ.

– ზუსტად არ ვიცით რა იქნება და როგორ იქნება, მაგრამ ვიცით, რომ სიმართლე ჩვენს მხარეზეა და ოპტიმიზმით ვუყურებთ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა მიშას მხარს ვუჭერთ როგორც ყოველთვის და ნიკუშაც აქ არის და ჩვენ არ გვეშინია და დავეხმარებით, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.მიხეილ სააკაშვილის უმცროსმა შვილმა თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინის საზღვრის გადაკვეთისას მამასთან ერთად ყოფილიყო.