საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან პირველად არ წააგო

საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან პირველად არ წააგოსაქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში ირლანდიას უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ირლანდიელებმა ანგარიში მე–4 წუთზე გახსნეს, ხოლო საქართველოს ნაკრებმა კი ვაკო ყაზაიშვილის გოლის წყალობით 34–ე წუთზე ანგარიში საყაიმო გახადა.

მეორე ტაიმმა დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა და გოლის გატანის შესაძლებლობა ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. ირლანდიელებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს, საქართველოს ნაკრებმა კი ნავსი გატეხა და ირლანდიასთან პირველად არ წააგო.

შემდეგ შეხვედრას ქართველები სტუმრად ავსტრიასთან გამართავენ.