შეგინის სასაზღვრო პუნქტის განაღმვას 3-4 საათი დასჭირდება

შეგინის სასაზღვრო პუნქტის განაღმვას 3-4 საათი დასჭირდებაშეგინის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილსა და მის თანმხლებ პირებს განუცხადა, რომ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი შესაძლოა 3-4 საათში გაიხსნას.

– გაცნობებთ, რომ მუშაობას შეუდგნენ სპეციალისტები, რომელიც სწავლობენ სიტუაციას, მას შემდეგ რაც ისინი დაასრულებენ საქმიანობას, საზღვარი განიბლოკება და ყველა პირი, რომელსაც აქვს კანონიერი უფლება, საზღვარი გადაკვეთოს, ამას შესაბამისი პროცედურების გავლით მოახერხებს, – განაცხადა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ამ პროცედურების დასრულებას 3-4 საათი დასჭირდება.

უკრაინელმა დეპუტატებმა გენერალს წარუდგინეს ხელმოწერილი დოკუმენტები, რომლის თანახმადაც ისინი მოითხოვენ, რომ პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოახდინონ პარლამენტის წევრების ევაკუაცია უკრაინის ტერიტორიაზე, თუმცა სასაზღვრო პუნქტის ხელმძღვანელის განცხადებით, მას ამ დოკუმენტის ჩაბარებისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლებამოსილება არ აქვს და მათ მოუწოდა, რომ პოლონეთში დაბრუნდნენ.

ნიუპოსტი