შეყვარებული წყვილი მათმა მშობლებმა დახოცეს

შეყვარებული წყვილი მათმა მშობლებმა დახოცესპაკისტანის ქალაქ კარაჩიში შეყვარებული არასრულწლოვნები, რომლებიც გაქცევას და დაქორწინებას აპირებდნენ, მშობლებმა და ახლობლებმა მოკლეს.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულში ორივე ოჯახის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის მოკლულთა მამები და ბიძები.

თავდაპირველად 15 წლის ბაკჰთ ჯანი მოკლეს, მეორე დღეს კი მისი მეგობარი ბიჭი, 17 წლის რეჰმანი.

გავრცელებული ინფორმაციით, შეყვარებულთა მშობლები მათ დაქორწიენაბაზე თანახმანი იყვნენ, თუმცა შემდეგ საქმეში უხუცესთა საბჭო ჩაერია. საბჭოს წევრები დაემუქრნენ მშობლებს, თუ ისინი “ღირსების მკვლელობაა” არ განახორციელებდნენ, მათ პრობლემები შეექმნებოდათ.

“ღირსების მკვლელობა” – დანაშაული, რომელსაც ღირსების “შელახვის” გამო ნათესავები საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ ახორციელებენ. უმეტეს შემთხევში ამ დანაშაულის მსხვერპლი ქალთა სქესის წარმომადგენლები არიან.

პირველი