შორენა თეთრუაშვილის მეგობარმა კახა მახათაძემ ”ქართულ ოცნებას” აგვისტოში 40 ათასი ლარი შესწირა

შორენა თეთრუაშვილის მეგობარმა კახა მახათაძემ ”ქართულ ოცნებას” აგვისტოში 40 ათასი ლარი შესწირაპატრიარქის მდივანრეფერანტის შორენა თეთრუაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი კახა მახათაძე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია. მახათაძე კენჭს ზესტაფონში იყრის.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ მახათაძე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემომწირველია, მან აგვისტოს თვეში „ქართულ ოცნებას“ 40 ათასი ლარი შეწირა.

მახათაძე გიორგი კვირიკაშვილმა ზესტაფონის მაჟორიტარად 2 სექტემბერს წარადგინა. იგი საპატრიარქოს კუთვნილი „ხაშმის“ ღვინის ქარხნის დირექტორია.

– ჩემი ბიზნესიდან, ჩემი შრომით ნაშოვი თანხაა და ვისაც მინდა, იმას შევწირავ, რამე დანაშაული ჩავიდინე? საპატრიარქო არაფერ შუაშია, შორენა თეთრუაშვილს კარგად ვიცნობ და ვმეგობრობ, ჩემი პირადი ნებაა და ჩემი პირადი თანხაა, სადაც მინდა, იქ გადავრიცხავ ჩემს პირად თანხას, – განაცხადა მახათაძემ „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას.

აგვისტოში „ქართული ოცნებისთვის“ წინასაარჩევნოდ შემოწირულმა თანხამ 4 მილიონ 555 993 ლარმა, ყველა სხვა პარტიის შემოწირულობას ერთად, დაახლოებით 11-ჯერ გადააჭარბა.

პარტიის მცირე დამფინანსებლები იურიდიული და კერძო პირები არიან, რომლებიც “ქართული ოცნების” ანგარიშს კანონით გათვალისწინებული ლიმიტის, 120 ათას ლარის, მაქსიმუმით ავსებენ.

ნიუპოსტი