გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა პროპორციული საარჩევნო კანდიდატების სია წარადგინეს.
ვიქტორ ქარქიშვილი, თვითმმართველობის არჩევნებზე, სიის პირველი ნომერია. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლექსო ვალიაურმა განუცხადა.
მისი თქმით, გორის თვითმმართველობაში პარტიის წევრები, სხვა საკითხებთან ერთად, ამ მიმართულებით იმუშავებენ:
– კერძოდ, ყურადღება მიექცეს შშმ პირთა პრობლემებს, ადაპტირებულ გარემოს გორში და ასე შემდეგ, – აცხადებს ლექსო ვალიაური.
ქართლი.გე

